ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც უძრავ ქონებაში გამოცდილებას, შესაძლებლობებსა და სწორ სტრატეგიას აერთიანებს.
MG Group-ის ისტორია ერთი იდეით დაიწყო — შეგვექმნა კომპანია, რომელთან ურთიერთობაც მარტივი, სარფიანი და სანდო იქნებოდა.
დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვაკეთებთ, არამედ როგორ ვაკეთებთ — ყურადღებით ვუსმენთ ადამიანებს, ვაფასებთ მათ დროს და თითოეულ ურთიერთობას გრძელვადიანი ხედვით ვუდგებით.

5+
წლიანი გამოცდილება
ჩვენი მთავარი ღირებულებები
პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს თითოეულ ინტერაქციას, მოლაპარაკებასა და შერჩეულ ქონებას.
პასუხისმგებლობა
თითოეულ გადაწყვეტილებას ვუდგებით პასუხისმგებლობით და ვასრულებთ აღებულ ვალდებულებებს.
გამჭვირვალობა
ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა ჩვენთვის ნებისმიერი თანამშრომლობის საფუძველია.
განვითარება
მუდმივად ვაუმჯობესებთ ცოდნას, მიდგომებსა და სამუშაო სისტემებს.
პარტნიორობა
ვქმნით ურთიერთობებს, რომლებიც ერთჯერად გარიგებაზე მეტს ნიშნავს.
პატივისცემა
ვაფასებთ ადამიანების დროს, ინტერესებსა და ნდობას.
რეპუტაცია
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიღებული შედეგი, არამედ გზა, რომლითაც ამ შედეგამდე მივდივართ.
